კულტურის სამინისტრომ ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით, ხუთ ახალ კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ესენია:
1. „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში“

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებს.

2. ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი – „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს.

3. „ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება“
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქართველოში რეგისტრირებულ სხვა იურიდიულ პირებს.

4. „თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის გამოცდილება აქვთ.

5. „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2021 წლის 4 ოქტომბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ელექტრონული დოკუმენტის სახით.


| Print |
FaceBook Twitter Google