აზიის განვითარების ბანკი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად $15 მილიონიან სესხს გვაძლევს
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს დასახმარებლად, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაძლიერებლად,15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.

პროქტი დაეხმარება საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაახლოებით 700,000 დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში. სესხს აფინანსებს ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის $9 მილიარდიანი პროგრამა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაარსდა და ბანკის განვითარებად წევრ ქვეყნებს ვაქცინასთან დაკავშირებულ სწრაფ და მიუკერძოებელ დახმარებას სთავაზობს.

„ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის გავრცელებისა და მისით გამოწვეული გართულებების შესამცირებლად,“ – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. მისივე თქმით, „ეს პროექტი საქართველოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, შეამცირებს დაავადების გავრცელებასა და მისით გამოწვეულ სიკვდილიანობას და აღადგენს მოსახლეობის თავდაჯერებულობას. ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის მართვაში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე და ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული ADB-ის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია.“

| Print |
FaceBook Twitter Google