მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, ეს რიცხვი წლის ბოლომდე 60%-მდე უნდა ავიდეს - ამირან გამყრელიძე
დღეს, მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, ეს რიცხვი წლის ბოლომდე 60%-მდე უნდა ავიდეს, თუ გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი უფრო მშვიდი გვქონდეს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაგრამ დელტა ისეთი ვერაგი შტამი აღმოჩნდა, რომ მოსახლოების 60%-ის აცრაც არ არის საკმარისი. ვაქცინების მარაგი საკმარისია და ამიტომ, აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სექტემბრის ბოლო ერთი კვირა და ოქტომბერი-ნოებერი ვაქცინაციისთვის გამოვიყენოთ“, - განაცხადა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 603 763 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 572 353, გარდაიცვალა 8 749 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google