ეტლით მოსარგებლე პირებმა ხმის მისაცემად ცესკოს უნდა მიმართონ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ეტლით მოსარგებლე პირება 26 სექტემბრამდე უნდა მიმართონ ცესკოს, რათა ხმის მიცემა ადაპტირებულ უბნებზე შეძლონ.

„მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლები უფლებამოსილი არიან არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე. ამისათვის, არაუგვიანეს 26 სექტემბრისა, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ან დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ნომერზე 2 51 00 51 ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google