კორონავირუსით კახეთში კიდევ 220 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 497 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 84, იმერეთი - 278, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 119, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 153, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 005 საიდანაც:4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 711, აჭარაში - 494, იმერეთში - 948. მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 408, აჭარაში - 125, იმერეთში - 298. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 34, იმერეთში - 32. 906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 453 - თბილისში, 260 - აჭარაში. 17 443 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.  თვითიზოლაციაში იმყოფება 18 773 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google