თუშეთში ჩარჩენილ ტურისტებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები გადმოიყვანენ
თუშეთი კვლავ გარე სამყაროს მოწყვეტილია. მთაში ჩარჩენილი მოქალაქეების და ტურისტების გადმოსაყვანად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი გაფრინდა.

შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 დღის წინ დაიწყო, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელია. თუშეთში ტურისტები იმყოფებიან, რომლებიც დაზიანებული გზის გამო უკან დაბრუნებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ

| Print |
FaceBook Twitter Google