პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა მოიხსნა
დღეიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება.


ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

“27 სექტემბრიდან ხანგრძლივ პაემანზე ბრალდებულების/მსჯავრდებულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით დაიშვებიან ის ვიზიტორები, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტაციას:ვიზიტორები, რომლებიც ორჯერადად არინ ვაქცინირებულები და წარმოადგენენ იმუნიზაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.ვიზიტორები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვაქცინაციას ვერ იტარებენ, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა, სადაც ექიმის მიერ მითითებული იქნება, რომ იმუნიზაცია მათთვის უკუჩვენებას წარმოადგენს.ასევე მათ ბოლო 72 -საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგებიც წარდგენაც მოეთხოვებათ.

ვიზიტორებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ კოვიდ-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები მათ უნდა წამოადგინონ იმუნიზაციისა და ბოლო 72 -საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგები.რაც შეეხება მოზარდებს, მათი ხანგრძლივ პაემანზე ვიზიტი შემდეგი რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელება :16 წლამდე ასაკის მოზარდები პაემანზე ბოლო 72 -საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგებით დაიშვებიან.
რაც შეეხება 16 წლის ზემოთ ასაკის მოზარდებს, მათაც უნდა წარმოადგინონ ორჯერადად აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი.”- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პაემანი / ციხე /