კახეთში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან კახეთში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება.

ლაგოდეხში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უმეტესად უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +24 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /