პარტია "საქართველოსთვის" წევრი ქურდობისთვის დააკავეს
კახეთში, პარტია "საქართველოსთვის" წევრი , ვასილ პაპაშვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. პაპაშვილი სიღნაღის საკრებულოში პროპორციული სიით გამსვლელ დეპუტატთა შორის 22-ე ნომერს იკავებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 22 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სათავსოდან სხვადასხვა ლითონის საგნებს სისტემატიურად იპარავდა .

" მარნის ოთახიდან ვასილ პაპაშვილი იპარავდა ვენახის ხელით მოსაწამლად განკუთვნილ მოწყობილობას. ასევე, მოიპარა სპილენძის ქვაბი" - განუცხადა imedinews-ს დაზარალებულმა.

პაპაშვილი დაკავებილია ქურდობის ჩადენის დროს, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის სპილენძის ქვაბი. პაპაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

| Print |
FaceBook Twitter Google