ფშაველი- ომალოს გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო .დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.

ამ დროისათვის აღდგენილია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელი გზაც.პრევენციული სამუშაოების ჩასატარებლად, სპეციალისტები გარემოს ჯერ კიდევ სწავლობენ

შეგახსენებთ, თუშეთისა და ლაფანყურის გზები, ორი დღის წინ მოსულმა სტიქიამ დააზიანა, რის გამოც გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეწყვეტილი იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google