ლაგოდეხში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები „წითელი ნუსხით“ დაცული ჭალის მუხის სახეობის, ჯამში 4 ერთეული მორისა და უკანონოდ დამზადებული საშეშე მასალის ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები.

| Print |
FaceBook Twitter Google