მერიის ინფორმაციით გურჯაანში ხეებს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ჭრიან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნონეშვილის ქუჩაზე ხეებს მერიიდან გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ჭრიან.

მათი ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მწვანე ფასადის განახლება იწყება.
“პირველ ეტაპზე, მოძველებული და დაავადებული ხეების მოჭრის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც იქ მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. დაავადებული ხეები აზიანებდა საფეხმავლო ბილიკის საფარს და უამინდობის დროს საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.“-აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ნონეშვილის გამზირზე მრავალწლიანი ნარგავების ჭრა დღეს დილით დაიწყეს.

| Print |
FaceBook Twitter Google