კორონავირუსის კიდევ 2 185 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 185 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 010 პაციენტი. გარდაიცვალა 40.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 609 340 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 580 891, გარდაიცვალა 8 884 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google