მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს. მან „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა კიევი-თბილისის ავიაბილეთი ორ პერსონაზე.

ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.
„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება, თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

| Print |
FaceBook Twitter Google