კორონავირუსით კახეთში კიდევ 413 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 584 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 121, იმერეთი - 392, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი - 413, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 539 საიდანაც: 4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 608, აჭარაში - 422, იმერეთში - 901. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 386, აჭარაში - 122, იმერეთში - 305. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 21, იმერეთში - 31. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 372 - თბილისში, 215 - აჭარაში. 14 435 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.სულ 6 ოქტომბრიდან - 27 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 178 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 792 ადამიანი

| Print |
FaceBook Twitter Google