სრულად ვაქცინირების მაჩვენებელი საქართველოში ჯერ მხოლოდ 27.5%-ია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 27 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 11 421 ადამიანი.

ბოლო ერთი კვირაა, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 15 ათასსაც ვერ აღწევს, მაშინ როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევენ დღეში 25 000-30 000 აცრის გაკეთებას.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 760 878 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 34.3%. სრულად ვაქცინირებულია 785 850 - მოზრდილი მოსახლეობის 27.5%.

| Print |
FaceBook Twitter Google