კორონავირუსით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1929 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1914 პაციენტი. გარდაიცვალა 40 პაციენტი


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 611 269 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 582 805, გარდაიცვალა 8 917 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google