სკოლებში პირბადის ტარება ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მოსწავლეთათვის პირბადის ტარება აუცილებელი გახდება. რეგულაცია ეხება, როგორც დაწყებითი, ისე მაღალი კლასის მოსწავლეებს.

მანვე აღნიშნა, რომ სკოლაში ზედმიწევნით დაცული იქნება ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი. უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს კი შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ონლაინ ფორმატით გააგრძელებენ სწავლას, თუ აუდიტორიებში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პიბადე / სკოლა /