კორონავირუსით კახეთში კიდევ 286 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 659 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 96, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 147, შიდა ქართლი - 90, გურია - 56, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155, კახეთი - 286, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 521 საიდანაც: 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 566, აჭარაში - 405, იმერეთში - 909. მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში - 381, აჭარაში - 123, იმერეთში - 307. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 21, იმერეთში - 27. 726 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 - თბილისში, 204 - აჭარაში. 14 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 178 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 590 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google