სკოლის დირექტორებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, როგორ აცრან აუცრელი თანამშრომლები - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, აუცრელი და კოვიდგადატანილი პედაგოგების შესახებ ინფორმაცია მოიძიონ და აღრიცხვა აწარმოონ.

„დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ ვითარება და გაარკვიონ რამდენი პედაგოგია მათთან აცრილი და რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია. ასევე ყველა დირექტორს უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრას დანარჩენი, ვინც აცრილი არაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, მოიძიონ ინფორმაცია მოსწავლეთა მშობლების ვაქცინაციის შესახებ და აუცრელებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამ ეტაპზე მასწავლებლებში ერთჯერად აცრილია 63% და ორჯერადად – 52%.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / სკოლა /