კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული - მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე რეალიზებულია.

უწყების ინფორმაციით, 20 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 220 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.გადამუშავებული ყურძნიდან 118 ათას ტონამდე რქაწითელია, 72 ათას ტონამდე საფერავი, 4,4 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 220 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.

| Print |
FaceBook Twitter Google