„სოკარი“ იორმუღანლოში საბავშვო ბაღს ააშენებს
კომპანია „სოკარი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში საბავშვო ბაღს ააშენებს. საძირკველს საფუძველი უკვე ჩაეყარა.

ბაღი გათვლილია 160 ბავშვზე. გარდა საკლასო ოთახებისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს.

შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები უნარ-შეზღუდული ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 3100 კვადრატული მეტრია. ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი.

| Print |
FaceBook Twitter Google