როგორ უნდა დარეგისტრირდეს მოსწავლის მშობელი ონლაინ სწავლების არჩევის შემთხვევაში
მიუხედავად 4 -ქტომბრიდან სასწავლო პროცესის დასწრებულ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილებისა, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს მათი სურვილის შესაბამისად ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge და როგორც გასულ წელს, ახლაც, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ვინაიდან, უწყებათაშორისის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.

| Print |
FaceBook Twitter Google