კორონავირუსით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 613 012-ს.ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 266 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 585 071. კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 946 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google