რამდენად უსაფრთხო გარემო იქნება გურჯაანის საბავშვო ბაღებში
ოთხი ოქტომბრიდან გურჯაანის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სააღმზდელო დაწესებულებას სპეციალური პროტოკოლის დაცვა მოუწევთ.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, 37-ვე საბავშვო ბაღი მზად არის აღსაზრდელების მისაღებად.
„ ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველყავით ყველა იმ პირობის შესრულება კოვიდრეგულაციებიდან რაც არის გათვალისწინებული. იქნება თერმოსკრინინგი, მშობლები არ დაიშვებიან ბაღში, აუცილებელი იქნება დეზობარიერის გავლა, იმუშავებს ისევ საიზოლაციო ოთახი, მოხდება ხელების დამუშავება სადეზინფექციო სითხით და ა.შ. თუკი იქნება კოვიდის დადასტურებული შემთხვევები ჩვენ ამისათვისაც გვაქვს პროტოკოლი შემუშავებული. ამ შემთხვევაში ჯგუფი დაიკეტება და იზოლაციაში გადავა ორი კვირის განმავლობაში, როგორც ბავშვები ასევე აღმზრდელი და თანაშემწე. ატესტაციების შემდეგ 11 ახალი მენეჯერი გვყავს , რომლებთანაც განსაკუთრებული მუშაობა გვქონდა. ჩაუტარდათ ტრენინგები და ისინიც ჩვენი დახმარებით შეეცდებიან დაიცვან ყველა წესი. “

მისივე თქმით, რაც შეეხება აცრებს, გაერთიანების 535 თანამშრომელიდან 148 მათგანია აცრილი. ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე აცრა სავალდებულო არ არის და ისინი მხოლოდ საინფორმაციო კამპანიას ეწევიან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /