ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 867 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი. გარდაიცვალა 30.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 618 620 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 591 668, გარდაიცვალა 9 068 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google