კახეთში კორონავირუსით კიდევ 154 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 264 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში – 73, იმერეთი – 143, ქვემო ქართლში – 65, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 65, კახეთი – 154, მცხეთა-მთიანეთში – 15, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 17 858 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 3 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.94%.

| Print |
FaceBook Twitter Google