კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2800 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1485 პაციენტი. გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 621 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 593 153, გარდაიცვალა 9 110 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google