ექსტერნატის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
I-XII კლასების სასწავლო პროგრამისა და კონკრეტული საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, მსურველ პირებს გამოცდაზე დარეგისტრირების შესაძლებლობა 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით ექნებათ, ხოლო გამოცდები 15 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:

იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

| Print |
FaceBook Twitter Google