დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24
საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2228 ადამიანს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1711 პაციენტი. გარდაიცვალა 28 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 058 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 596 380, გარდაიცვალა 9162
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები