არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კონსულტაციები
დაიწყო. როგორც პარტია „ლელოში“ აცხადებენ კონსულტაციები ორი ძირითადი
მიმართულებით მიმდინარეობს – “ქართული ოცნების” მმართველობის
დასრულება და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.
„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ -პირველი: იმის თაობაზე, რომ აუცილებელია
“ქართული ოცნება“ დასრულდეს რაც შეიძლება მეტ წერტილში მთელი ქვეყნის
მასშტაბით და მეორე: არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოებას
შევთავაზოთ კოალიციური მმართველობის ეფექტური მოდელი, რომელიც იქნება
გამყარებული სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთა შორის ნიჭის და იდეალების
ირგვლივ გაერთიანებაზე – ეს არ არის პიროვნებების ირგვლივ
გაერთიანება, ეს არის პრინციპების ირგვლივ გაერთიანება, სადაც
ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის ძალაუფლების და პასუხისმგებლობის
განაწილება,” – აცხადებს გრიგოლ გეგელია.
მასალის გამოყენების პირობები