ზვიადაურის სასამართლო პროცესი 3 ნოემბრისთვის გადაიდო
ოლიმპიური ჩემპიონისა და პარლამენტის ყოფილი წევრის , ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი 3 ნოემბრისათვის გადაიდო. წინასასამართლო სხდომა, თელავის რაიონულ სასამართლოში, ხვალ, 8 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო.

პროცესის გადადების მიზეზად, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.ოპერაციის შემდგომ, ოლიმპიური ჩემპიონი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებებაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია.

შეგახსენებთ, გამოძიება ზურაბ ზვიადაურს, ერთი პირის განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

| Print |
FaceBook Twitter Google