„სტრატეგია აღმაშენებელი“ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება. როგორც „სტარტეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ახლა მთავარი მეორე ტურისთვის მზადებაა.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვფიქრობთ, რომ მთავარია მეორე ტურის მოგება და ამისთვის მზადება. ყველა ოპოზიცურ პარტიათან კოორდინაციაში ვიქნებით. ერთ-ერთმა პირველმა განვაცხადეთ, რომ მეორე ტურში ჩვენი მხარდაჭერა ექნება ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება თავად სააკაშვილს და მის პატიმრობას, ჩიხლაძის თქმით, „მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატმარია და ამის აღიარებით ჩვენებას თვითონ პრემიერ-მინისტრი იძლევა“.





| Print |
FaceBook Twitter Google