სად შეიძლება ‘ბუსტერ’ დოზების დაჯავშნა
ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეეტილებით ე.წ ბუსტერ (დამატებით) დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. მოქალაქეები დასარეგისტრირებლად https://booking.moh.gov.ge/უნდა შევიდეს, ან იმ დაწესებულებას უნდა მიაკითხოს, სადაც ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინით შეეძლებათ.

მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც იცრებიან. COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს.

| Print |
FaceBook Twitter Google