კორონავირუსით კახეთში კიდევ 420 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 803 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 105, იმერეთი - 559, ქვემო ქართლი - 158, შიდა ქართლი - 116, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 293, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 425, აჭარაში - 365, იმერეთში - 979. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 970 პირი, მათ შორის, თბილისში - 335, აჭარაში - 87, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 25, იმერეთში - 28. 660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 327 - თბილისში, 185 - აჭარაში. 16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 229 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 096 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google