ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაშავებულ ერთ არასრულწლოვანს, ქვედა კიდურის დაზიანება აღენიშნება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი, ერთი სადარბაზო სრულად ჩამოინგრა.

კორპუსის ნაწილის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ბათუმის ცენტრალურ ჰოსპიტალში უტარდება შესაბამისი კვლევები. კლინიკის დირექტორის განცხადებით, არასრულწლოვანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ბათუმის ცენტრალურ ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, კორპუსის ნგრევისას დაშავებული მხოლოდ ერთი არასრულწლოვანია შეყვანილი. ბოლო ინფორმაციით, შემთხევისას, ორი არასრულწლოვანია დაშავებული.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ~ / ბათუმი / ნგრევა /