გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ოქტომბრამდე დასავლეთ
საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს
აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში დღის საათებში +20, +25 გრადუსის
ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრამდე
შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი და შედარებით ცივი ამინდი. ცალკეულ
რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. 10 ოქტომბრიდან
გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 8-9 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით 12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10
ოქტომბრიდან გამოიდარებს და +17, +19 გრადუსამდე დათბება.
მასალის გამოყენების პირობები