კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის ვირუსით ინფიცირების 1 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა . ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 635 583-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.25% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 848 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 602 372. კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 269 პირი ემსხვერპლა.
| Print |
FaceBook Twitter Google