გურჯაანში კორონავირუსის გამო ოთხი საბავშვო ბაღი დაიკეტა
დღეს გურჯაანის 37 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებიდან ათი საბავშვო ბაღი არ გაიხსნა.

როგორც speqtri.ge-სთან საუბარში გაერთიანების დირექტორმა, ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ოთხი მათ მიერ ოფიციალურად არის დაკეტილი, დანარჩენ ექვსში კი, სიფრთხილის გამო, მშობლებმა ბავშვები არ მიიყვანეს.

„ოფიციალურად დაკეტილია ნანიანის, ყიტაანის, ველისციხის მეორე და ჩუმლაყის მეორე საბავშვო ბაღები. აქ თანამშრომლებს და აღსაზრდელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და ორი კვირით დაიკეტა. დანარჩენ ექვს ბაღში: შაშიანში, ჭანდარში, ჯიმითში, ქოდალოში, კაჭრეთსა და სოფელ გურჯაანის მეორე ბაღში, მშობლებმა არ მოიყვანეს ბავშვები. აღსაზრდელების არგამოცხადების გამო ეს ბაღებიც დაკეტილია.
გარდა ამისა, გურჯაანის მეოთხე ბაღში ორი კვირით დაიკეტა 5-6 წლიანი ჯგუფი, სადაც აღსაზრდელს კოვიდი დაუდასტურდა. ამ დროისთვის ვაგვარებ საკვების საკითხს. მალფუჭებადი პროდუქტები გადამაქვს იმ ბაღებში, რომლებიც ამჟამად მუშაობს.“

მისივე თქმით, დღეს 1950 ჩარიცხული აღსაზრდელიდან ბაღებში მხოლოდ 617 ბავშვი გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /