ტვინდემია“ ორ ეპიდემიას ნიშნავს - თუ ეს მოხდება, პაციენტების სიკვდილობის მაჩვენებლები გაიზრდება- თენგიზ ცერცვაძე
ქვეყანა „ტვინდემიის“საფრთხის წინაშეა. მედიკოსები ორი ვირუსის ცირკულაციის თანხვედრას ვარაუდობენ. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გრიპისა და კოვიდის ერთდროული გავრცელება, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დაამძიმებს.
„ტვინდემიის“ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებას კვლავ იმ რეკომენდაციების მკაცრი დაცვა მოუწევს, რომლებიც სპეციალისტებმა კოვიდთან საბრძოლველად გასცეს.

„ტერმინი „ტვინდემია“ ნიშნავს პარალელურად მიმდინარე ორ ეპიდემიას. ამ შემთხვევაში, იგულისხმება კოვიდისა და სეზონური გრიპის ეპიდემიები. თუ ეს ორი ეპიდემია ერთდროულად იქნება, სამწუხაროდ, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, მძიმე შემთხვევების მაჩვენებლები გაიზრდება, რეანიმაციები გადაიტვირთება და, სამწუხაროდ, გაიზრდება სიკვდილობა. ამ ორი დაავადების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ყველა პრევენციული ზომა, რომელიც კოვიდის დროს გამოიყენება, ავტომატურად, ერთი ერთში, არის გრიპის ეპიდემიის პრევენციაც. ჯერჯერობით, „ტვინდემია“ მხოლოდ მოლოდინია მსოფლიოში“, - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

| Print |
FaceBook Twitter Google