კახეთში 17 ოქტომბრამდე უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, 13 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაბლობ რაიონებში დღის საათებში +26, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.
14 და 15 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღის საათებში დაახლოებით +23-24 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 17 ოქტომბრამდე უნალექო, თუმცა შედარებით ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული. ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ტემპერატურა დღის საათებში +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა 12 ოქტომბერს დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბრიდან შედარებით გამოიდარებს და ჰაერი +22, +24 გრადუსამდე დათბება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /