14 ოქტომბრის აქციაზე ბევრნი უნდა ვიყოთ - ხატია დეკანოიძე
14 ოქტომბერს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავისუფლების მოედანზე საღამოს ექვს საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იგეგმება.
ერთ -ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, 14 ოქტომბერს ყველა დაინახავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი.

„14 ოქტომბრის აქციაზე ბევრნი უნდა ვიყოთ. უნდა ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აპირებს, საქართველოს პრეზიდენტისთვის თავისუფლების შეზღუდვას შეეგუოს, ვინც ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეშია და შიმშილობის მეთორმეტე დღე აქვს. მე მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე არჩევნებიდან მეორე დღეს და კიდევ ვაპირებ, რომ მოვინახულო. მეორე ტურში გამარჯვებას აქვს დიდი მნიშვნელობა. 14 ოქტომბერს ყველა დაინახავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google