აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით. მელიქიშვილის ქუჩიდან, მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რესპუბლიკის მოედანთან მობრუნების შემდეგ შეძლებენ გადაადგილებას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / თილისი /