მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილი ხანძრის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა.

უწყების განმარტებით, დაღუპულები პატიმრები არიან. შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google