გურჯაანში 15 ბაღი არ მუშაობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებიდან ოფიციალურად შვიდი ბაღი დაიკეტა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, სხვა ბაღებში აღსაზრდელები მშობლებმა არ მიიყვანეს.
„ოფიციალურად დაკეტილია ველისციხის მეორე, ჩუმლაყის მეორე, კარდენახის მეოთხე, ყიტაანის, სოფელ გურჯაანის მეორე, კოლაგისა და ნანიანის საბავშვო ბაღები. რვა ბაღში: ვაჩნაძიანში, კახიფარში, შაშიანში, ახაშენში, ჭანდარში, ქოდალოში, კაჭრეთსა და ჯიმითში თვითონ მშობლებმა არ მიიყვანეს ბავშვები. ასეთი მდგომარეობა გვაქვს დღესდღეობით.“

მისივე თქმით, დანარჩენ 22 ბაღში მხოლოდ 180 ბავშვი გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /