გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 ოქტომბერს
საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უმეტესად
უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28,
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებში
იქნება.
17 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში
მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება,
წვიმა, ზოგან ელჭექი. 18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20
ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი
ქარი.
თბილისში 15-17 ოქტომბერს უნალექო, 18 ოქტომბრიდან კი წვიმიანი და
ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-18 ოქტომბერს 20,
+22 გრადუსი, ხოლო 19-20 ოქტომბერს +16, +18 გრადუსი
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები