გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდება
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას, კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დააჯარიმებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოდგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

"რაც შეეხება გიგი უგულავას, თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება ამისთვის,"- განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისათვის, გიგი უგულავას, რომელიც გუშინ აქციაზე იმყოფებოდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ კოვიდი დაუდასტურდა. გიგი უგულავას განცხადებით, აქციაზე გასვლამდე მან ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო აქციაზე მისვლა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა.

| Print |
FaceBook Twitter Google