აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება - ლევან ბეჟაშვილი
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, 14 ოქტომბრის შემდეგ აქციები სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება. როგორც მან განაცხადა პარტიის სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

თუმცა აღნიშნავს, რომ მათი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება და ამისათვის პერმანენტულ პოლიტიკურ ზეწოლას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით გააგრძელებენ.

“გუშინდელი აქცია იქნება საფუძველი სხვა პერმანენტული აქციებისა, რომელიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. უახლოეს პერიოდში ჩვენ განვაცხადებთ გეგმას. ყველა დიდ რეგიონალურ ქალაქში გაიმართება შესაბამისი საპროტესტო აქციები და მთელი წინა კამპანია მოცული იქნება საარჩევნო პროგრამებით და გეგმის წარდგენებით.

მას ვერ გავექცევით და ამავდროულად ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google