კოვიდ- 19 გამო დედოფლისწყაროში 7 საბავშვო ბაღი დაიკეტა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების გამო, შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა. კოვიდ- 19 საბავშვო ბაღების პერსონალსა და აღსაზრდელებს დაუდასტურდათ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, თათია ბენაშვილის ინფორმაციით, დაკეტილია, როგორც ქალაქის ასევე რამდენიმე სოფლის ბაღი.

” დღევანდელი მდგომარეობით, შვიდი ბაღი დავკეტეთ, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. ტესტირება ტარდება, მაგრამ ეს მხოლოდ გამოვლენას ემსახურება. პრევენციისთვის მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა ვირუსის შემთხვევების თავიდან აცილება მაინც ძნელია”- განაცხადა ბენაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google