მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის 69%-ია აცრილი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის,
აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.
ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს,
ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს. ამავე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით,
დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი.
სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის
გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა.
კვლავ აქტიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.
სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის
წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR
ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით,
ინტენსიურად უტარდებათ.
მასალის გამოყენების პირობები